ეფრაიმ ჯორჯ სკაივერმა - ამერიკელმა დიპლომატმა და ანტროპოლოგმა,1863 წელს გადაწყვიტა პერუში ემოგზაურა არქეოლოგიური აღმოჩენების მიზნით .მას წარმოდგენც კი არ ჰქონდა, რომ იქ დიდ აღმოჩენას გააკეთებდა. ის იქ სიძველეების აღმოსაჩენად გაემგზავრა.
ერთ-ერთი არქეოლოგიური კოლექციის დათვალიერების შემდეგ,სკაივერმა ერთ-ერთი ინკის თავის ქალაზე შეამჩნია დიდი კვადრატი.ამ ფაქტმა მასში დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია.მან ეს თავის ქალა ცნობილ ფრანგ ანტროპოლოგს პოლ ბროკთან მიიტანა გამოსაკვლევად,მან კი ეს თავის ქალა გამოკვლევის თანავე აღიარა უნკიკალურად.
ჯერ მეცნიერებს არ ენახათ,ძველი თავის ქალიდან ასეთი სიზუსტით ამოეღოთ ძვლის ნაწილი.
ტრეპანაცია,ანუ თავის ქალიდან გარკვეული ნაწილების ამოღება,თარიღდება აფრიკაში 12 000 წლის წინ,ხოლო ევროპაში 6000 წლის წინ. ამ პროცედურას უკეთებდნენ მიცვალებულებს,მაგალითად იმიტომ,რომ მათაგნ ბოროტი სულები განედევნათ.მაგრამ ამ თავის ქალის გამოკვლევის შედაგად დადგინდა,რომ ეს ოპერაცია ჩატარებული იყო სა სუფთა სამედიცინო მიზნით.მოგვიანებით სხვა ასეთი თავის ქალების აღმოჩენის შემდეგ დადგინდა, რომ ამ ოპერაციების ჩატარების შემდეგ,პაციენტების ნახევარი გამოჯანმრთებულიყო.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე,რომ ამ ასეულობით თავის ქალის ნახვის შემდეგ,ყველა სხვა ცნობილ აღმოჩენებს მსოფლიოში მთლიანად აღემატება.ესეიგი მივდივართ დასკვნამდე,რომ მრავალი საუკუნის წინ პერუში წარმოიშვა ნეიროქირურგია,რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს,ეს ხომ მათ პირობებში წარმოუდგენელი იყო…..
Saturday, December 18, 2010
დიდი აღმოჩენები
ვანის არქეოლოგიური აღმოჩენები
ვანი- ქალაქი საქართველოში, ვანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას მიაღწია ძვ. წ. III-I სს-ში. 1947 წლიდან მიმდინარეობდა სისტემატური გათხრები. ვანში ქალაქური ტიპის დასახლება განვითარდა იმ უძველეს დასახლებათა საფუძველზე, რომელთა ნაშთები ახლა მრავლადაა ფიქსირებული ვანსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე (კეჭინარა, ციხესულორი, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორი, ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი), აგრეთვე მის აღმოსავლეთითაც (ფერსათი, ზეკარი, ბაღდადი). ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული, ჯერჯერობით უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამ. ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. ვანის ქალაქობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა:
ძვ. წ. VI-IV სს. და
პირველი ეტაპი წარმოდგენილია ხის საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობებით, კლდოვან დედაქანში ამოკვეთილი სამსხვერპლოებით, მრავალფეროვანი კერამიკული მასალის შემცველი კულტურული ფენებით და მდიდრული სამარხებით (ჭედური გამოსახულებებით მორთული დიადემები, ცვარათი შემკული ნაირსახოვანი საყურეები და სასაფეთქლეები, ცხოველთა სკულპტურულგამოსახულებიანი სამაჯურები, თასი, ჰერალდიკური გამოსახულებანი, ყელსაბამები და სხვა), აგრეთვე ვერცხლის სამკაული, ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭელი. სამარხებსა და კულტურულ ფენებში ნაპოვნი იმპორტული თიხისა (შავფიგურიანი, წითელფიგურიანი, შავლაქიანი) და ლითონის ჭურჭელი (პატერა, ოინოხოია, კილიკები, არიბალოსი) მოწმობს ცხოველ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობას ბერძნულ სამყაროსთან. იმ დროს (ძვ. წ. VI-IV სს.) ვანი წარმოადგენდა კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულის (სკეპტუხიის) ცენტრს და მმართველი ზედაფენის რეზიდენციას.

ძვ. წ. III საუკუნიდან იწყება ახალი ეტაპი ვანის ძველი ქალაქის ისტორიაში. იგი ხდება დიდი სატაძრო ცენტრი. ამ პერიოდს განეკუთვნება გათხრების შედეგად აღმოჩენილი ძვ. წ. III საუკუნის გალავნის კედელი, კარიბჭის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, კონტრფორსებიანი ნაგებობა, მრგვალი ტაძარი, შვიდსაფეხურიანი საკურთხეველი და სხვა საკულტო და საზოგადოებრივი შენობები, რომელთა გათხრისას ნაპოვნი მონუმენტური ლომის თავის ქანდაკებანი, საკურთევლები, ქალ-ღვთაების ჰორელიეფური გამოსახულებებით შემკული სვეტის თავი, ტერაკოტული და ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკებანი და ნიღბები, აგრეთვე ადგილობრივი და ბერძნული კერამიკა. ძველი ქალაქი განადგურდა ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).
Sunday, October 31, 2010
Thursday, October 28, 2010
განმანათლებლობა
-
ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული მიმდინარეობა XVIII საუკუნის ევროპაში.
განმანათლებლობის ეპოქის ევროპაში ბურჟუაზია იბრძვის პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. საბრძოლო ასპარეზზე გამოსასვლელად ბურჟუაზიას სჭირდებოდა ძველი იდეოლოგიის დამარცხება და ახლის ჩამოყალიბება. განმანათლებელთა მიზანი იყო ფართო მასებისთვის არსებული იდეოლოგიის უარყოფითი მხარეების ჩვენება.
ცვლილებები
- სამეცნიერო აღმოჩენებს (ჰელიოცენტრიზმი, მექანიკა, მედიცინა) შედეგად მოჰყვება მეცნიერების, რაციონალიზმისა და ემპირიული ფილოსოფიის აღმასვლა.
- განმანათლებლები მთელს ევროპაში იცავენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, თავისუფლება და თანასწორობა.
- ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ყალიბდება ახალი „ბუნებრივი უფლებებისა“ და ხელისუფლების დაყოფის ცნებები.
- ხდება ცოდნის გავრცელება ენციკლოპედიისა და პრესის საშუალებით.
- ვითარდება საერთაშორისო ეკონომიკა, ევროპა ეცნობა წყნარი ოკეანისა და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს.
- ზოგი მოაზროვნე ეჭვქვეშ აყენებს რელიგიურ იერარქიასა და წესებს, აკრიტიკებენ თავად-აზნაურებს, აბსოლუტურ მონარქიას და ახალ იდეებს უპირისპირებენ ობსკურანტიზმს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს პეროდი არის ახალი სოციალური წარმოდგენების ეპოქა, რითაც რენესანსს მოგვაგონებს.
ბედნიერების გაგება
XVII საუკუნის ბოლომდე ადამიანის აზროვნებაში დომინირებს ღმერთი, რომელზეც ყველაფერია დამოკიდებული. ცხოვრების ძირითადი მიზანი არის არა ბედნიერება, არამედ — ხსნა. XVIII საუკუნეში კი თითქმის აკვიატებულ იდეად იქცევა ბედნიერების მიღწევაზე ფიქრი. ღმერთმა გაგვაჩინა, რათა ვიყოთ ბედნიერნი და კეთილნი. ცხოვრების მთავარ ურთიერთობად ისახება უკვე არა ღმერთთან ურთიერთობა, არამედ ადამიანებს შორის დამოკიდებულება. ბედნიერების მიღწევის საშუალებად კი მიიჩნევა ადამიანური ბუნება. ადამიანი იცნობს და ეთანხმება თავის ჭეშმარტ ბუნებას, რომელიც უკვე აღარაა გახლეჩილი ანგელოზსა და ეშმაკს, ცასა და მიწას შორის. სული და სხეული აღარ უპირისპირდება ერთმანეთს. ადამიანის საფუძველი არის საკუთარი თავის სიყვარული, რასაც ხშირად უნივერსალური გრავიტაციის პრინციპსაც ადარებენ. ამ სიყვარულის უგულვებელყოფით ან მასთან ბრძოლით ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების იგნორირება, ღალატი ხდება. განმანათლებლებისთვის ბედნიერება არის სხეულის, გონებისა და გულის სრული ჰარმონია.
რელიგია ვოლტერი
განმანათლებლებში რამდენიმე რელიგიურმა მიმდინარეობმა მოიკიდა ფეხი. ზოგმა, ვოლტერის მსგავსად, დეიზმი არჩია, რომლის მიხედვით ღმერთი არსებობს, მაგრამ არ ერევა ხალხის ცხოვრებაში, იგი მხოლოდ უმაღლესი წესრიგის გარანტია. რუსო ე. წ. თეიზმის მიმდევარი იყო, რომელიც კეთილისმყოფელ და უბედურთა შემწე ძალის არსებობას ამტკიცებდა. დიდრო კი ყოველივეს ხსნიდა ღმერთის არსებობს გარეშე, მისი აზრით ღვთაებრიობა შერეული იყო ბუნებასთან და ყოველივე ეს ათეიზმს წარმოშობდა. არსებობდნენ მატერიალისტებიც, რომლებიც მატერიით ხსნიდნენ სამყაროს არსებობას. ერთ რამეში კი ყველა თანხმდებოდა: ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, საკუთარ მორალს.
ფილოსოფოსი
იცვლება ფილოსოფოსის სტატუსიც. მასში გაერთიანდა მწერალი და მოაზროვნე. ფილოსოფოსი აღარაა საზოგადოებისგან განზე მდგარი, არამედ ცდილობს სასარგებლო გახდეს მისთვის, ლიტერატურას კი იარაღად იყენებს.
ახალი ლიტერატურული გმირი აღარაა დაინტერესებული სულიერი მდგომარეობით, მას უკვე სოციალური, პოლიტიკური ფუნქცია აინტერესებს. ბედნიერება უკვე აღარაა შესწავლის საგანი, ის უკვე ცხოვრების წესია. ამგვარად იქმნება ახალი ლიტერატურა, რომელიც აღარ ეძებს მეტაფიზიკურ ახსნებს, არამედ ცდილობს შეათანხმოს გრძნობა, ბედნიერება და გონება.
ენციკლოპედია
განმანათლებლებს მიაჩნიათ, რომ არსებობს ცოდნის მეცნიერული და მორალური არქიტექტურა, გარკვეული სტრუქტურა, რომლის რეალიზებაც არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. ამ აზრის საფუძველზე 1751 წელს დიდრო და დ’ალამბერი აქვეყნებენ პირველ ენციკლოპედიას, რომელშიც თავს უყრიან მეცნიერებისა თუ კულტურის სფეროებში დაგროვილ ცოდნას.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო განმანათლებლური რეალიზმის კრიზისი და ამ კრიზისის საფუძველზე ჩამოყალიბდა სენტიმენტალიზმი, რომლის ფუძემდებელია ჟან-ჟაკ რუსო, გამგრძელებელი კი - ბერნანდენ დე სენ პიერი.
Subscribe to:
Posts (Atom)